1763486767
პოლიტიკა
საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვევა
19 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შედგება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების, მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.