Loading data...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება უწყებამ სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელად ულოცავს უკრაინის ხალხს და უსურვებს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.