Loading data...
საქართველოს პრეზიდენტს გაეროს გენერალურმა მდივანმა გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგებთან მოკლე აუდიენცია გამართა.

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა.

გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ლიდერებს სიტყვით 25 სექტემბერს მიმართავს.