1775070351
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ბრატისლავას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან დენისა საკოვასთან და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან რიხარდ რაშისთან.