Loading data...
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე წერს. 

„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ერის მიმართ მტკიცე და ურყევია - გულწრფელად გისურვებთ მდგრად მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას!“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.