Loading data...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ანტალიაში დღესაც არის დაგეგმილი.

ყაველაშვილი თურქეთში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობს. პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს სიტყვით უკვე მიმართა და აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გამოსვლისას მან, ასევე, ისაუბრა მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე და განაცხადა, რომ საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და თავისი წვლილი შეიტანოს ყველა გლობალურ ინიციატივაში. ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა არაერთ ლიდერთან, მათ შორის, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან, სომხეთისა და ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრებთან, ბრაზილიის პრეზიდენტსა და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან.