Loading data...
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბელგიის მეფე ფილიპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მის აღმატებულებას, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს

საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მსურს თქვენს აღმატებულებას გადავცე ჩემი მილოცვა და გისურვოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა როგორც თქვენ, ისე ყველა თქვენს თანამემამულეს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.