1762268988
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართა.
საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენა შანხაიში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.
საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.