1781551471
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელიც მეუღლესთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს ეწვია. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.