1763890892
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.
ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.