1735060309
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას APA ავრცელებს.
ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა, ჯანრმთელობა და წარმატებები უსურვა საპრეზიდენტო საქმიანობაში.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის და მილოცვისთვის. საუბრისას ორივე მხარემ გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები წარმატებით განვითარდება სხვადასხვა სფეროში.
მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მომავალ კონტაქტებზე ახალი წლიდან.