1757420539
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს ვალიდ აბუ-ჰაიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებს და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს და განსაკუთრებულ მეგობრობას.
განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალზე. ლევან ჟორჟოლიანმა ისრაელის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.