Loading data...
საქართველოს ელჩი სერბეთში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტზე: იმართება მაღალი დონის შეხვედრები, ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად მიმართულია ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე

„ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად მიმართულია ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით“, - განუცხადა ბელგრადში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში ლევან ბერიძემ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

ლევან ბერიძის თქმით, იმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც სერბეთის პრეზიდენტთან, ასევე, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

„ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად მიმართულია ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას არა მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით, არამედ, ეკონომიკური მიმართულებით, კულტურის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ასევე ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

იმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც სერბეთის პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქს, ბელგრადს ეწვევა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.