1766409941
პოლიტიკა
საქართველოს ელჩი საფრანგეთში: იმის გათვალისწინებით, რეგიონში, მსოფლიოში რთული პროცესები რაც მიდის, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიპლომატები მომზადებულები ვიყოთ ურთულესი გამოწვევებისთვის
„იმის გათვალისწინებით, რეგიონში, მსოფლიოში რთული პროცესები რაც მიდის, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიპლომატები მომზადებულები ვიყოთ ურთულესი გამოწვევებისთვის“, - ამის შესახებ ელჩების კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, ირაკლი ყურაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს მოიცავს ჩვენი სტრატეგიული მიზნების აღსრულებას, ჩვენს სუვერენულ საგარეო პოლიტიკას.
„ასევე, შენარჩუნებული იყოს ეკონომიკური ზრდა და საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს მსოფლიოში“, - აღნიშნა ირაკლი ყურაშვილმა.