Loading data...
საქართველოს ელჩი ავსტრიაში: დღეს გაიმართება ეუთოს უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის პირველი სხდომა საქართველოს ხელმძღვანელობით, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება

დღეს გაიმართება ეუთოს უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის პირველი სხდომა საქართველოს ხელმძღვანელობით. ეს იქნება ჩვენთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ავსტრიაში ალექსანდრე მაისურაძემ ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ ფორუმის თავმჯდომარეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ისაუბროს იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას.

„დღეს გაიმართება ეუთოს უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის პირველი სხდომა საქართველოს ხელმძღვანელობით. აღნიშნულ სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა წარუდგინოს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს საქართველოს პრიორიტეტები. ასევე, მიმოიხილოს ეუთოს მოქმედების არეალში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

ფორუმი არის ეუთოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, განიარაღების და შეიარაღების პრობლემატიკაზე. საქართველოსთვის აღნიშნული ფორუმის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია, რადგანაც ის იქნება ქვეყნისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის პრობლემები, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება“, - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.