1741937103
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
სოციალურ ქსელ X-ში საგარეო უწყება წერს, რომ მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.
„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო შეთანხმების ჩვიდმეტივე მუხლთან დაკავშირებით. ეს არის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი!,“- წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.
🇬🇪 welcomes the conclusion of negotiations between 🇦🇲 and 🇦🇿 on all 17 articles of the Peace Agreement. A historic step toward lasting peace and stability in the region! @MFAofArmenia @AzerbaijanMFA
— MFA of Georgia (@MFAgovge) March 14, 2025