Loading data...
საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრალიის თანამეგობრობის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩთან სალი-ენ ვინსენტთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა, წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცების ხელშეწყობის ფარგლებში, ავსტრალიის განსაკუთრებულ როლს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით სამომავლო საქმიანობას.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა.

მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრალიის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.