საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი სტეფანო ახოკე: ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მედიის ცენზურა, ტელეკომპანია „იმედმა“ ეს კარგად იცის
„ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ“, - განუცხადა „იმედის კვირას“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სტეფანო ახოკემ.
კერძოდ, იგი გამოეხმაურა ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „მომავლის მომზადების ცენტრს“ (MCC) ცოტა ხნის წინ რეგისტრაცია შეუჩერდა.
სტეფანე ახოკეს თქმით, მიმდინარეობს მედიის ცენზურა, რაც ტელეკომპანია „იმედმა“ კარგად იცის.
„ბრიუსელში ვისაც უცხოვრია, იცის რომ MCC წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან აქტორს, რომელიც იძლევა სივრცეს ლიბერალისებისგან განსხვავებული აზრის ადამიანებისთვის. ეს არის დებატებისთვის სივრცე, ყველაფერი ეს კი ბრიუსელის „ბაბლისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა.
ეს გადაწყვეტილება ემსახურება ბრიუსელში უკვე საკმაოდ იშვიათი, განსხვავებული მოსაზრებების გამავრცელებელი ორგანიზაციის გაჩუმებას.
ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ევროპული სულისკვეთების წინააღმდეგ, ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მედიის ცენზურა, ტელეკომპანია „იმედმა“ ეს კარგად იცის“, - აღნიშნა მან.