სადღობელაშვილი: მედიაში არ წყდება ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არ არის პოლიტიკური კრიტიკა, ეს არის ტენდენციური, მიზანმიმართული შეტევა იმ ადამიანზე, რომლის ქველმოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, რწმენას და ქართულ იდენტობას! გაშავება ყველაზე ცინიკური მეთოდებით, ეს არის ღირებულებებთან ბრძოლა
„დღეს, როცა პატრიარქის ხსოვნის 40 დღეა, დღე რომელიც თითოეული მორწმუნისთვის არის სიმძიმის, პატივისცემისა და სულიერი დაფიქრების დრო, ქართულ მედიაში მაინც არ წყდება ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არ არის პოლიტიკური კრიტიკა ეს არის ტენდენციური, მიზანმიმართული შეტევა იმ ადამიანზე, რომლის ქველმოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, რწმენას და ქართულ იდენტობას!“, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ“.
სადღობელაშვილი „ღირებულებებთან ბრძოლას“ უწოდებს ოპოზიციური მედიის მიერ ბიძინა ივანიშვილზე შეტევას სწორედ მის იდენტობაზე თავდასხმით, რაც მისი ქველმოქმედებით გამოიხატება.
„დღეს, როცა პატრიარქის ხსოვნის 40 დღეა, დღე რომელიც თითოეული მორწმუნისთვის არის სიმძიმის, პატივისცემისა და სულიერი დაფიქრების დრო, ქართულ მედიაში მაინც არ წყდება ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ეს არ არის პოლიტიკური კრიტიკა ეს არის ტენდენციური, მიზანმიმართული შეტევა იმ ადამიანზე, რომლის ქველმოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, რწმენას და ქართულ იდენტობას! სამების საკათედრო ტაძარი, ქვეყნის მთავარი სულიერი სიმბოლო, რომელიც დღეს თითოეული ქართველისთვის სიამაყეა, აშენდა იმ მხარდაჭერით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა. ეს არ არის უბრალოდ შენობა, ეს არის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული სულის გამოხატულება.
სწორედ აქ აქტიურდებიან ბნელი ძალები, ჭინკები! მათ იციან — აქ არის მისი ძალა! ეს არის რაც მის მთავარ იდენტობად იქცა! აქ არის ის, რაც ხალხს ახსოვს და აფასებს. როცა ადამიანი ეკლესიას, კულტურას და ხალხს ემსახურება, მისი გაშავება ყველაზე ცინიკური მეთოდებით, ეს არის ღირებულებებთან ბრძოლა.
„მართალი მოწყალეა და სესხულობს, და მისი შთამომავლობა კურთხეულია.“ ფსალმუნი 36 „ნეტარია, ვინც ზრუნავს გლახაკზე; განსაცდელის დღეს გადაარჩენს მას უფალი.“ ფსალმუნი 41 „გაფანტა, მისცა ღარიბებს; მისი სიმართლე საუკუნოდ დარჩება.“ ფსალმუნი 111 მოწყალება არის მართლის ნიშანი, ქველმოქმედება არის მარადიული ღირებულება და პოლიტიკაზე ბევრად მაღლა დგას.
ეს არის ღვთის წინაშე დამსახურება! დღეს, ასეთ დღეს, განსაკუთრებით ჩანს განსხვავება , ერთ მხარეს დგას ქმედება, რწმენა და შექმნილი საქმე; მეორე მხარეს — სიცრუე, მანიპულაცია და მიზანმიმართული დისკრედიტაცია. საზოგადოება ყოველთვის არჩევს „ქმედებას” - „ხმაურისაგან”!
P.s. მეგობრებო მე არ მახსენდება და იქნებ თქვენ გამახსენოთ სააკაშვილის, გვარამიას, ბოკერიას და სხვა კოლექტიური ნაცმოძელების კეთილი საქმე, უანგარო დახმარება, ქველმოქმედება?!“, - წერს სადღობელაშვილი.