1785584448
პოლიტიკა
სააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება - „როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ, ასევე, მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები“
მჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა.
როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, მას ბორკილები მაქსიმალურად მოუჭირეს, რამაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ეპიზოდი გაახსენა.
„ამათი [ციხის] თანამშრომელი მეუბნება, რომ უნდა მოგიჭიროთ ბორკილი მაქსიმალურად. მე ვეუბნები, რომ კი მაგრამ, რატომ, რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე ხომ მიშა ვარ?! ჰოდა, მიშა რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგიჭირო. იცით ვინ გამახსენდა? აბა გაიხსენეთ - ბერბიჭაშვილი. ილია ვარ, არ მესროლოო და ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.