რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე: თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია - ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების რეაბილიტაცია

თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მოქმედი მერი, რომელიც მეორედ იბრძოლებს არჩევნებში გამარჯვებისთვის, აცხადებს, რომ რუსთავის მერიის გუნდი მუდმივად მუშაობდა ქალაქის განვითარებისთვის. ლაცაბიძის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკა, ასევე, ქალაქის შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შენობების რეაბილიტაცია.
„ბევრი შენობა გავხსენით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი იყო რეფორმა, რომელიც ბიბლიოთეკებში დავიწყეთ. გავხსენით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე საკმაოდ თანამედროვე, ლამაზი ინფრასტრუქტურით. მერიას, ჩვენს გუნდს გვიწევდა შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის განვითარება არ გაჩერებულიყო. [მომდევნო ოთხ წელში] ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება და გაგრძელება. გამოწვევები რჩება ქალაქში, ეს არის შიგნით ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ასევე, იქნება შენობების რეაბილიტაცია, ზოგისთვის - ავთენტური სახის შენარჩუნება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.