Loading data...
რურუა GORBI-ის კვლევაზე: ქართველი ხალხი სწორად აფასებს შედეგებს და კვლევებიც გვიდასტურებს ამას

„ქართველი ხალხი სწორად აფასებს შედეგებს და კვლევებიც გვიდასტურებს ამას“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა GORBI-ის კვლევის შედეგებს.

„ქართული ოცნება“ ლიდერობს, რა თქმა უნდა. წინა არჩევნებთან დაკავშირებითაც მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ „გორბის“ კვლევები ემთხვეოდა იმ რეალურ შედეგებს, რაც საპარლამენტო არჩევნებში იყო. ეს კვლევები ხალხის მხრიდან სანდოობას იმიტომ ამჟღავნებს, რომ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან არის უმოქმედობა. ქართველი ხალხი სწორად აფასებს შედეგებს და კვლევებიც გვიდასტურებს ამას“, - აღნიშნავს რურუამ.