Loading data...
რიმა ბერაძე: „ნაცმოძრაობის“ ერთი ნაწილი ვაშინგტონში გაემგზავრა, მეორე ნაწილი - ბრიუსელში, რათა ახალი დავალებები მიიღონ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი ვაშინგტონში გაემგზავრა, მეორე ნაწილი - ბრიუსელში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საქართველოს მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

„ნაცვლად იმისა, რომ ისინი ხვდებოდნენ მოსახლეობას, აცნობდნენ საარჩევნო პროგრამას, წავიდნენ ბრიუსელში, რათა მიიღონ ახალი დავალებები რევოლუციისთვისა და არეულობისთვის“, - აღნიშნა ბერაძემ.