Loading data...
რიმა ბერაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, მიზანმიმართული პროვოკაცია

„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტი საქართველოში არ არსებობს და ისინი ვერანაირ ასეთ კონკრეტულ ფაქტს ვერ დაასახელებენ“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, გამოცემულ სტატიას სადაც ამერიკული მედიასაშუალება საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს.

„ის, რომ ამბობს, თითქოსდა თბილისი უახლოვდება თეირანს, ეს არის პირდაპირი მტრობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მისი მიზანია ქვეყნის რეპუტაციის შელახვა, ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის პროცესების გამწვავება. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია“, - აღნიშნა ბერაძემ.