რიკარდ იოზვიაკი: ODHIR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეს დადგა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODHIR) მოსკოვისა და მინსკის მხარეზე დადგა, - ასე აფასებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ODHIR-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება.
„ეს ცოტათი ყურადღების მიღმა დარჩა. მიზეზი, რის გამოც ODHIR-ი არ დააკვირდება ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებს მომავალ შაბათ-კვირას, არის ის, რომ ლიეტუვამ უარი თქვა ბელორუსისა და რუსეთის „დამკვირვებლებზე“ და ODHIR-ი მოსკოვისა და მინსკის მხარეზე დადგა“, - წერს იოზვიაკი X-ზე.
this has gone a bit under the radar. The reason why ODHIR won’t observe the presidential elections in 🇱🇹 this coming weekend is that Lithuania refused “observers” from 🇧🇾 and 🇷🇺 and ODHIR sided with Moscow and Minsk https://t.co/GQOQ0lBjiG
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 6, 2024