Loading data...
რევაზ სოხაძე - ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად, მოთხოვნების შესაბამისად

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად, იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენ გაგვაჩნია“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის წევრებსა და მშენებლებს შორის შეხვედრები პერმანენტულად იმართება, რაც ხელს უწყობს აღნიშნული ბიზნესისა და ზოგადად სექტორის განვითარებას.

„ჩვენ ამ შეხვედრებს მუდმივად ვმართავთ. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე საკითხი, რომლებიც მშენებლების მხრიდან იყო გასულ შეხვედრებზე დასმული, დღეს დადებითად გადაწყდა და მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ამ ბიზნესის და აღნიშნული სექტორის განვითარებას,“- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.