1747134188
პოლიტიკა
რეგიონული განვითარების მინისტრი სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებსა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.
მინისტრმა ელჩს აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.