რატი იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა იყოს არათუ პრეზიდენტი, არამედ მონარქი და იმპერატორი
რადიკალური ოპოზიცია ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობ, რასაც ექვსი წლის წინ, ისინი ცდილობენ, პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არაფრის რესურსი გააჩნია.
„სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა იყოს არათუ პრეზიდენტი, არამედ მონარქი და იმპერატორი. ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკუთარი სკამი ყველას და ყველაფერს ურჩევნია. ყველაზე მეტად მისი ტრაგედია იმაშია, რომ რადიკალური ოპოზიცია აჯერებს ლიდერობას, სინამდვილეში ინსტრუმენტია აგენტურის ხელში. ზურაბიშვილი საქართველოში ამ მოღალატეობრივ ქმედებებს თუ გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ცუდად დაამთავრებს ისიც და რადიკალური ოპოზიციაც. სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია და კოლექტიური გვარამიები სალომე ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობენ, რასაც ექვსი წლის წინ“, - აცხადებს იონათამიშვილი.