Loading data...
რატი იონათამიშვილი: სააკაშვილს, არც ირანის ბედი აინტერესებს და არც ქართველების, აინტერესებს ერთადერთი რაღაც - შური იძიოს ქართველ ხალხზე

„სინამდვილეში, ამ ადამიანს, არც ირანის ბედი აინტერესებს, არც ქართველების და არც სხვა ნებისმიერი ქვეყნის. აინტერესებს ერთადერთი რაღაც, შური იძიოს ქართველ ხალხზე“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანის მსგავსად, ლიდერის მკვლელობის სცენარის განვითარება საქართველოშიც სურს.

მისი თქმით, სააკაშვილს შურისძიება სურს. 

„იმ ხალხზე, ვინც მას ძალიან მტკიცედ უთხრა უარი 2012 წელს და ვინც მას და მის კრიმინალურ ბანდას ხელისუფლებაში არასდროს დააბრუნებს. აი, ამ ხალხზე უნდა შური იძიოს და ამისთვის, თუ მთლიანად ქვეყანას გაწირავს და გაანადგურებს, რა თქმა უნდა, თვითონ ძალიან ბედნიერი იქნება, მაგრამ მას ბედნიერება ნამდვილად არ უწერია“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.