რატი იონათამიშვილი: სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე, რა თქმა უნდა, ის ისევ ძალადობისკენ გააკეთებს მოწოდებებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას არანაირი რესურსი არეულობის მოწყობის არ გააჩნია და მათ მიზნებს ახდენა არ უწერიათ.
დეპუტატი, ასევე, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მასშტაბურ დამნაშავეს უწოდებს.
„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი საქართველოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ის ისევ ძალადობისკენ გააკეთებს მოწოდებებს და ეს ბუნებრივიცაა. მეორეს მხრივ, ოპოზიცია არის მთლიანად მარგინალიზებული, გაბანკროტებული და არანაირი რესურსი არეულობის მოწყობის არ აქვთ. უბრალოდ, ამ მოწოდებებით კიდევ და კიდევ იგებს ჩვენი საზოგადოება, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და აგენტურულ ოპოზიციას რა მიზნები გააჩნიათ ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ მიზნებს ახდენა არ უწერიათ“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.