რატი იონათამიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების კომპლექსი აქვს, 2012 წლიდან მოყოლებული იმდენჯერ წააგეს არჩევნები, რომ ამ მარცხისგან ვერასდროს გამოვლენ

რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების კომპლექსი აქვს. 2012 წლიდან მოყოლებული იმდენჯერ წააგეს ეს რბოლა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჰქონდათ წარმოებული და ისე მტკივნეულად და მწარედ წააგეს, რომ ამ მარცხისგან ისინი, რასაკვირველია, ვერასდროს გამოვლენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, მოსახლეობა არ მისცემს პირველ რიგში მათ იმის უფლებას, რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ.
„რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში იქნება, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციისთვის ეს საბედისწერო იქნება, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას.
ვინაიდან დღეს ეს ძალები ბოლომდე გაშიშვლებული, ლუსტრირებული და გაკოტრებული არიან ჩვენი საზოგადოების თვალში. მათი მიზნების თაობაზე ხალხმა ამომწურავად იცის. რა თქმა უნდა, მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ამიტომაც არის, რომ თვითმმართველობის არჩევნების ეშინიათ. მათი პოლიტიკური გაქრობისთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.