1791278636
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ ზოდელავა-ბერიძის ბულინგზე: მათი ქცევით შიშვლდება ის ამაზრზენი სახე რაც განადგურებულ აგენტურულ ჯგუფებს აქვთ
„4 ოქტომბრის აქცია არ იყო მხოლოდ ძალადობრივი, ეს იყო აგენტურული ჯგუფების შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ დანაშუალის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების თხოვნის შესახებ.
ოპოზიციის რეაქციებზე საუბრისას იონათამიშვილი აცხადებს, რომ მათ ქცევით შიშვლდება ის ამაზრზენი სახე რაც განადგურებულ აგენტურულ ჯგუფებს აქვთ.
„თუ საზოგადოებაში კიდევ ვინმე არ იყო დარწმუნებული მათ ზნეჩვეულებებში, ვფიქრობ რომ ამ პროცესების შემდეგ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ექნება საზოგადოების ყველა წევრს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.