1760035464
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: სინამდვილეში თითოეულმა მათგანმა ძალიან კარგად იცოდა, რომ საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგეს, შეგნებულად ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ განადგურებასაც

ეს არის აღიარება არა მხოლოდ იმის, რომ მათი მთელი კამპანია არჩევნებთან დაკავშირებით იყო სიყალბე და სიცრუე, არამედ ფაქტობრივი აღიარება არის, რომ მიზანმიმართულად მტრობდნენ ჩვენს ქვეყანას მოძალადე ექსტრემისტები, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, „სინამდვილეში თითოეულმა მათგანმა ძალიან კარგად იცოდა, რომ საპარლამენტო არჩევნები პირწმინდად წააგეს“.
„შეგნებულად და ხელოვნურად ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ განადგურებასაც. ახლა, როდესაც თვითონ განადგურდნენ და დაზიანდნენ, ამ აღიარებითი ჩვენებით თუ ჰგონიათ, რომ ვინმე პასუხისმგებლობას გაექცევა, ამაშიც ძალიან ცდებიან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.