რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ერთმანეთის დაპირისპირების და სიძულვილის გარეშეც არ შეუძლიათ, მათი რეალური სახის თაობაზე საზოგადოებას რაც უფრო მეტი ეცოდინებათ, მით უკეთესია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებულები.
მისი თქმით, ის რომ ერთმანეთის დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე არ შეუძლიათ, კიდევ ერთხელ მეტყველებს რადიკალური ოპოზიციის ამორალურ სახეზე.
„რადიკალურ ოპოზიციაში ორი ადამიანი არ დარჩა, რომელთაც ერთმანეთისთვის საჯაროდ შეურაცხყოფა არ მიეყენებინოს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ამორალურ სახეზე, რომ მათ ერთმანეთის დაპირისპირების და სიძულვილის გარეშეც არ შეუძლიათ.
თავის დროზე ამ ყველაფრის აგრესიის გადატანა მთლიანად ქვეყანაზე უნდოდათ, მაგრამ მხოლოდ ერთმანეთი დარჩათ და ახლა ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებულები. რა თქმა უნდა, ამის საპირისპირო არაფერი გვაქვს. მათი რეალური სახის თაობაზე საზოგადოებას რაც უფრო მეტი ეცოდინება, მით უკეთესია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.