1789199899
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს
„ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამის ფონზე მათი საუბრები ნამდვილად მიანიშნებს, როგორ კრიზისში არის დღეს ევრო ბიუროკრატია.
„კოსს არც კი ხვდება და არც არაფრად აგდებს აშშ-ის ახალი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კიდევ ერთხელ ვხედავთ იმ კრიზისს, რომელიც არის ევრო ბიუროკრატიაში და ეს არის ძალიან სერიოზული სიგნალი ევროპული ინსტიტუტებისთვის“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.