რატი იონათამიშვილი: მანდატების დათმობაზე ჩვენ ოთხივე პარტიისგან ვხედავთ პოლიტიკურ კეკლუცობას
მანდატების დათმობაზე ჩვენ ოთხივე პარტიისგან ვხედავთ პოლიტიკურ კეკლუცობას. ისინი ან თაღლითობით ცდილობენ მოსახლეობის მოტყუებას ან ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ კიდევ უფრო მეტად, უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს კი არ ხვდებიან, არამედ ერთად ხვდებიან საკუთარ პატრონებს და მათ დავალებებს უპირობოდ შეასრულებენ.
„სინამდვილეში, გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს კი არ ხვდებიან, არამედ ერთად ხვდებიან საკუთარ პატრონებს. ის პატრონები რასაც ეტყვიან, მერე იმას უპირობოდ შეასრულებენ და გააკეთებენ. მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ.
4 წლის წინ, როდესაც ამ ადამიანებმა ხელი მოაწერეს იმას, რომ გამხდარიყვნენ პოლიტიკური „პუფები“, ვნახეთ, რომ მათი მთავარი მოტივაცია იყო დაფინანსება და არა სხვა რამე. საპარლამენტო საქმიანობა მათ არ განუხორციელებიათ, მაგრამ დაფინანსებისთვის ისინი ყველაფერს კადრულობენ. რა თქმა უნდა, იმისთანებისთვის ისინი ხვალაც ყველაფერს იკადრებენ.
25 ნოემბერს, რაც უფლებამოსილება იქნება ცნობილი და შეიკრიბება საქართველოს პარლამენტი. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაწერონ ეს განცხადებები და საზოგადოება ნახავს, რა იქნება მათი ნაბიჯი და რეაქცია“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.