რატი იონათამიშვილი: ხელმოცარული და განადგურებული ოპოზიცია სექტემბრისთვის ისევ არეულობას გეგმავს

„ხელმოცარული და განადგურებული ოპოზიცია სექტემბრისთვის ისევ არეულობას გეგმავს და ისევ კოლექტიური „დიპიროების“ იმედად არიან, როგორც ჩანს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას.
მისი თქმით, ოპოზიციის ყველა გეგმა განწირულია მარცხისთვის.
„ხელმოცარული და განადგურებული ოპოზიცია სექტემბრისთვის ისევ არეულობას გეგმავს და ისევ კოლექტიური „დიპიროების“ იმედად არიან, როგორც ჩანს. ვინაიდან ყველამ იცის, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი საქართველოში არ გააჩნიათ. აქ კიდევ ერთხელ ჩანს მათი უსუსურობა, მათი უსამშობლოობა და ის, რომ ამ ზნეს ისინი არ იცვლიან. შეგვიძლია გავიხსენოთ კლასიკა, რომ „გველმა შეიძლება კანი შეიცვალოს, მაგრამ ზნეს ვერ შეიცვლის“.
როგორც აქამდე იყო ყველა მათი გეგმა ამო და განწირულია მარცხისთვის, კიდევ უფრო მტკივნეულ მარცხს იწვნევენ ისინი“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.