Loading data...
რატი იონათამიშვილი: ხელისუფლებაში ვერც სააკაშვილი მოვა და ვერც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

ხელისუფლებაში ვერც სააკაშვილი მოვა და ვერც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მცირე შანსი თუ მიეცემა, იმავეს გაიმეორებს, უფრო დიდი მასშტაბებით.

„საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ ესენი არიან ფაშისტური წარმონაქმნები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკას ძალადობით, დაშინებით, წამებით ახორციელებენ. საზოგადოებამ იცის, რომ პატარა შანსი თუ მიეცემათ, იმავეს გაიმეორებენ, ოღონდ უფრო დიდი და ტრაგიკული მასშტაბებით. ამიტომ ამ აგენტურას არასოდეს ექნება შესაძლებლობა, რომ მათ ხალხმა რაიმე დონის ხელისუფლება გადასცეს, პირიქით, მათ გასამართლება მოუწევთ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.