Loading data...
რატი იონათამიშვილი: იმისთვის, რომ ევროპა გადარჩეს, ევრობიუროკრატია უნდა შეიცვალოს

ჩვენ პირველებმა მივუთითეთ, რომ ევროკავშირი არ გამოხატავდა ევროპის ინტერესებს და დღეს, ფაქტობრივად, ჩვენ იგივე გვესმის აშშ-დან, მათ შორის უსაფრთხოების დოქტრინის ტექსტიდან, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს გამოეხმაურა.

კერძოდ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ბრიუსელი ვერ აცნობიერებს თავისი ცივილიზაციური კრიზისის რეალურ მასშტაბს, რაც ზრდის რისკს, რომ ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით დარჩეს ევროპული“.

იონათამიშვილის თქმით, ცივილიზაციური კრიზისი და დეკადანსი შემაშფოთებელ ნიშნულზეა.

„ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი არის საგანგაშო, ვინაიდან ევრობიუროკრატიამ დღეს ევროპა ძალიან მძიმე დღეში ჩააყენა. იმისთვის, რომ ევროპა გადარჩეს, ევრობიუროკრატია უნდა შეიცვალოს. ამ ყველაფრის ფუნდამენტური მიზეზი არის ის, რომ ევრობიუროკრატიამ და ევროკავშირმა უღალატა ევროპულ ტრადიციულ და ფუნდამენტურ ღირებულებებს. ორმაგი თამაშები და ომის რიტორიკა მათ დღის წესრიგში წამყვან ადგილზეა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.