1795681479
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გრძელდება USAID-ის და NED-ის მხილება, კარგია, რომ სიმართლე უკვე მაღალ პლატფორმებზე ისმის, ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ბოლომდე ხდება ინფორმირებული
„USAID-ის და NED-ის მხილება გრძელდება. ეს ყველაზე არაგამჭვირვალე თანხებია, რომელიც საქართველოში დახარჯულა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მილიარდი დოლარი სინამდვილეში ხმარდებოდა დემოკრატიისა და სახელმწიფოს ძირის გამომთხრელ საქმიანობას.
„კარგია, რომ უკვე სიმართლე ასეთ მაღალ პლატფორმებზე ისმის. ვინმეს თუ კიდევ რაიმეში ეჭვი ეპარებოდა, უკვე ბოლომდე ხდება ინფორმირებული. სწორედ ეს ძალები დაამარცხა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა საქართველოში, როდესაც ინფორმირებული მოქალაქე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მილიარდი დოლარით დაფინანსებული აგენტურული ჯგუფები“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.