რატი იონათამიშვილი: გახარიას, ხაზარაძესა და ზურაბიშილს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, ისინი სხვების ბრძანებებს უსიტყვო მორჩილებით ასრულებენ
არც გახარიას, არც ხაზარაძეს და არც ზურაბიშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სხვების დავალებით მოქმედებენ და სხვების ბრძანებებს უსიტყვო მორჩილებით ასრულებენ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მედიასთან განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ისინი ერთად დალაგდებიან, თუ ცალ-ცალკე, ნებისმიერ შემთხვევაში გამანადგურებელი შედეგი ელოდებათ.
„იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინონ, ე.წ. შოეუბს დგამენ, მაგრამ ამის დადგმაშიც და შესრულებაშიც ძალიან უნიჭოები არიან, როგორც სხვა ყველაფერ დანარჩენში, გარდა გადაგდებებისა, თაღლითობისა, ღალატისა და ა.შ., თუ ამას ნიჭი სჭირდება. ისინი ერთად დალაგდებიან, თუ ცალ-ცალკე, ნებისმიერ შემთხვევაში გამანადგურებელი შედეგი ელოდებათ, რადგან მათი ინტერესია, ქვეყანას და მის განვითარებას ებრძოლონ. ვინც ამ არჩევანის მომხრედ წავიდა, ყველამ წააგო და ესენიც მწარედ წააგებენ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.