რატი იონათამიშვილი: ერთადერთი უნარი, რაც აგენტურულ ოპოზიციას გააჩნია, არის გაქრობის უნარი და ეს რაც უფრო დაჩქარდება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიისათვის
„ერთადერთი უნარი, რაც ამ აგენტურულ ოპოზიციას გააჩნია, ეს არის გაქრობის უნარი და რა თქმა უნდა, ეს რაც უფრო დაჩქარდება და მალე მოხდება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიისათვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ფაქტობრივად აღიარებით ჩვენებებს იძლევიან და მათ ამორალურობას საზღვარი არ აქვს.
„ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად აღიარებით ჩვენებებს იძლევიან ეს ადამიანები. ვხედავთ, როგორ ვაჭრობენ ყველაფრით და ყველას წინაშე. ფაქტობრივად, მათ ამორალურობის დონეს საზღვარი არ გააჩნია.
ამავდროულად, სწორედ აი ამ მხილებით არის საინტერესო ეს პროცესი, აღარაფერს ვამბობ იმ შეურაცხყოფებზე, მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფებზე, რომელსაც ერთმანეთს ისე აყენებენ, როგორც არაფერი. თან თუ გავიხსენებთ, ეს ადამიანები სულ ცოტა ხნის წინ, ერთმანეთის მზეს იფიცებდნენ, მაგრამ მაშინაც, როგორც ჩანს, ძალიან ყალბები იყვნენ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.