Loading data...
რატი იონათამიშვილი: ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული

„ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის მთავრობამ დაადასტურა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ფაქტი.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გერმანია პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა.

„არ არის გამორიცხული, რომ ესენი სინამდვილეში არა ე.წ ენჯეოები იყვნენ, არამედ პოლიტიკური პარტიები თუ არა პოლიტიკური აქტორები მაინც. ჩვენ ზუსტად ვიცით, NED-ის EED-ის შემთხვევაში სინამდვილეში ხდებოდა პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერა.

ძალიან სამწუხაროა თუ გერმანიის საელჩო საქართველოში ზუსტად NED-ის EED-ის დონეზე იყო დასული“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.