Loading data...
რატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილი არ არის მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი, ის არის საზოგადო მოღვაწე და ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი

„ბიძინა ივანიშვილი არ არის მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი, ის არის საზოგადო მოღვაწე და ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ტელეკომპანია „იმედთან“ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იდგება მშვიდობისა და განვითარების მხარეს.

 „დღეს, ბიძინა ივანიშვილი არის გარანტი ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის განვითარებისა და პროგრესის. ვერავინ, ვერასოდეს, მას პირადი ინტერესებით შანტაჟით ვერ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებზე რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს. 

შესაბამისად, ნებისმიერი ის მოქალაქე, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა თვალი ედევნებინა ამ ინტერვიუსთვის, დარწმუნდება ამ საკითხებში და ეს აისახება 26 ოქტომბერს, მტკიცე და ერთსულოვან მხარდაჭერაში, რომელსაც საქართველოს სასარგებლოდ „ქართული ოცნება“ მიიღებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.