Loading data...
რატი იონათამიშვილი: ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია

„ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენი ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით და სწორედ დაცული უსაფრთხოება ნიშნავს ამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ თამაზს დღეს პარლამენტის ძლიერი მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.