1751530333
პოლიტიკა
ქადაგიშვილი: უცხოეთიდან თითქოს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, მაგრამ დოკუმენტებზე როცა მიდგება საქმე, ძალიან ერიდებიან ოკუპაციის ხსენებას და დოკუმენტებში შეტანას

ვხედავთ ხოლმე, თითქოს უცხოეთიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, მაგრამ რეალურად, დოკუმენტებზე როცა მიდგება საქმე, ძალიან ერიდებიან ოკუპაციის ხსენებას და ოფიციალურ დოკუმენტებში შეტანას. ამის გასატანად დიდი ძალისხმევა გვიწევს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როცა საქმე ეხება დოკუმენტალურ ანალიზს, საქართველოს პოზიცია ყოველთვის მართალია.
„სირიასთან დაკავშირებული რეზოლუცია უილსონის მიერ იყო ინიციირებული. თითქოს, ის საქართველოს გადამკვდარი მეგობარია, მაგრამ მის დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღება არ იყო ასახული, რაც ჩვენ მოვითხოვეთ და ეს არის რეალობა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.