1734791663
პოლიტიკა
ქადაგიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ეს არის მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს
„ეს არის მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
„ყველა სპეკულაცია, რაც კი არჩევნების გაყალბებას ან სხვა რაიმე ისეთ დარღვევას ან მანიპულაციას შეიძლება უკავშირდებოდეს, რაც არჩევნების ჩატარების კანონიერებას დააყენებდა ოდნავ კითხვის ნიშნის ქვეშაც, ეს საბოლოოდ იქნა უგულებელყოფილი.
აქედან გამომდინარე, ეს არის მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რომ ამ არჩევნებში რაიმე მანიპულაციას გაყალბებას და ისეთ ქმედებას ჰქონდა ადგილი, რამაც შეიძლება ჩატარებული არჩევნების კანონიერება, სამართლიანობა ოდნავ ეჭვის ქვეშ დააყენოს“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.