1775031253
პოლიტიკა
პუტინი: რუსეთს შეუძლია, მსოფლიოს უსაფრთხო, საიმედო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტები შესთავაზოს
რუსეთს შეუძლია მსოფლიოს უსაფრთხო და საიმედო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტები შესთავაზოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„რუსეთს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს ასეთი გადაწყვეტილებები და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გლობალური ლოგისტიკისა და ზოგადად საერთაშორისო ვაჭრობის ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, მოსკოვის პარტნიორებისთვის „რუსული ლოგისტიკური მარშრუტები შეიძლება, მოგებიანი იყოს როგორც ეკონომიკურად ტრანზიტის შემცირებული დროის გამო, ასევე, გლობალური სატრანსპორტო ნაკადების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით“.