Loading data...
პრემიერი: ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება

„ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, სოციალური თვალსაზრისით.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში სკოლამდელი განათლება გახდა უფასო, ასევე, ზოგადი განათლება, როგორც მოგეხსენებათ, არის სრულიად უფასო და ამას ემატება უკვე განათლების მესამე საფეხური - უმაღლესი განათლება, რომელიც ასევე ხდება სრულიად უფასო. მომდევნო წლიდან და იმის შემდეგ წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა იქნება უფასო. ეს ნიშნავს იმას, რომ ეტაპობრივად გადავდივართ სრულად უფასო უმაღლეს განათლებაზე. ეს სისტემა წლების მიხედვით საბოლოოდ ამოქმედდება ზუსტად 5 წელიწადში. ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, სოციალური თვალსაზრისითაც, ბუნებრივია. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ კუთხით ეს შეღავათი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი სტუდენტებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.