პრემიერი: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, შევხვდი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს ემომალი რაჰმონს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მხარეებმა დელეგაციებთან ერთად განიხილეს ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.
„დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ორმხრივი ურთიერთობების, უფრო მჭიდრო პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიმართ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
As part of the first high-level visit to 🇹🇯, I was pleased to meet with H.E. Emomali Rahmon, President of Tajikistan. Together with our delegations, we held productive discussions on expanding cooperation in trade, transport, connectivity, and other areas of mutual interest. We… pic.twitter.com/kyGk3eG78P
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) June 19, 2026